ჯეფრი საქსი: 2021 წელს მე საუბარი მქონდა ჯეიკ სალივანთან – ვემუდარებოდი, ჯეიკ, შენ შეგიძლია თავიდან აიცილო ომი; მან თქვა, რომ ნატოს გაფართოება უკრაინის გზით არ მოხდებოდა, თუმცა უარი თქვა ეს საჯაროდ განეცხადებინა
ამერიკელი პროფესორი, ჯეფრი საქსი ევროპარლამენტის წინაშე წარდგა და განაცხადა, რომ მას 2021 წელს საუბარი ჰქონდა მაშინდელ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან, რომელმაც თქვა, რომ ნატო-ს გაფართოება უკრაინის მიღების გზით არ მოხდებოდა, თუმცა უარი თქვა ეს საჯაროდ განეცხადებინა.
„2021 წლის 15 დეკემბერს მე ერთსაათიანი საუბარი მქონდა ჯეიკ სალივანთან თეთრ სახლში. ვემუდარებოდი მას, ჯეიკ, მოერიდე ომს. შენ შეგიძლია თავიდან აიცილო ომი. ერთადერთი რაც უნდა გააკეთო, უნდა თქვა, რომ ნატო-ს გაფართოება არ მოხდება უკრაინის გზით. მან მითხრა მე: „ნატო არ გაფართოვდება უკრაინის გზით, არ ინერვიულო ამაზე“. მე ჯეიკს ვუთხარი, ეს საჯაროდ ეთქვა: „არა, არა ჩვენ არ შეგვიძლია ეს ვთქვათ საჯაროდ”. მე ვუთხარი, თქვი ჯეიკ, თქვენ აპირებთ ომს რაღაც ისეთის გამო, რაც არ მოხდება. მან მიპასუხა: „ჯეფ, არ ინერვიულო ამის გამო, არანაირი ომი არ იქნება“, – განაცხადა საქსმა.
სოციალურ ქსელ X-ზე ვიდეოს მწერალი ჰანს მანკე აზიარებს და აღნიშნავს, რომ სალივანმა სიმართლის საჯაროდ აღიარებაზე უარი თქვა – რომ ნატო-ს შეეძლო უკრაინაში ომი არ დაეშვა. მისი თქმით, ყველაფერს, რასაც სალივანი ეხება, ქაოსი და უბედურება მოაქვს.