ოზურგეთის მერი, სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მატოსიანს შეხვდა

„ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, პირველ მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მატოსიანს შეხვდა“ – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

“მოხარული ვარ, რომ ოზურგეთში ვუმასპინძლეთ ქალბატონ ნარინე მატოსიანს. პოზიტიური შეხვედრა გვქონდა, სადაც განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განვიხილეთ. მადლობას ვუხდით სომხეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებს ჩვენს მუნიციპალიტეტში სტუმრობისთვის და მხარდაჭერისთვის,”- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები