ტრამპი: აშშ ვერაფერს მიიღებს უკრაინისგან, დახმარების მიუხედავად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა 350 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ეს თანხები არანაირ სარგებელს არ მოუტანს თავად შეერთებულ შტატებს.

„ევროპამ გამოყო ოდენობით ნაკლები [თანხები უკრაინის საჭიროებებისთვის], მაგრამ ამავდროულად მისი ფული უზრუნველყოფილია და შეერთებული შტატები სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ TRUTH Social-ზე.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა დაარწმუნა შეერთებული შტატები მილიარდობით დოლარის დახარჯვაში იმ „ომში, რომლის მოგებაც ვერ მოახერხა და რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები