პუტინი: უკრაინას მოლაპარაკებებიდან არავინ თიშავს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მას სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ უკრაინა ჩაერთვებოდა ომის დასრულების მოლაპარაკებებში.
მისი თქმით, საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები დგას პოზიციაზე, რომ მოლაპარაკებების პროცესი რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით წარიმართება“.
„უკრაინას ამ პროცესისგან არავინ თიშავს“, – ამბობს პუტინი.