ლავროვი: ტრამპს ესმის რუსეთის პოზიცია ნატო-ს მიმართ
აშშ-ის პრეზიდენტი არის ერთადერთი დასავლელი ლიდერი, რომელმაც საჯაროდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ უკრაინის სიტუაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო წინა ადმინისტრაციის თავხედური ხაზი უკრაინის ნატო-ში შეყვანის შესახებ,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა.
მისი თქმით, ტრამპი ერთადერთია, რომელსაც რუსეთის პოზიცია ესმის.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არის პირველი და ჯერჯერობით, ჩემი აზრით, ერთადერთი დასავლელი ლიდერი, რომელმაც საჯაროდ და ხმამაღლა თქვა, რომ უკრაინის სიტუაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო წინა ადმინისტრაციის თავხედური ხაზი უკრაინის ნატო-ში შეყვანის შესახებ.