ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ინტენსიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები.
განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის ტექნიკა.
თოვლის საფარისგან იწმინდება სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები, ცენტრალური საავტომობილო და შიდა საუბნო გზები.
გზების გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად ხელმძღვანელობს.
ამ ეტაპზე ექვს ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია არ მიეწოდება. აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე მუნიციპალიტეტში მთლიანად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები