გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 კორპუსებთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა

გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 კორპუსებთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები ერთ ჰექტარამდე ტერიტორიაზე განხორციელდება.

„გლდანის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო. კერძოდ, მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 კორპუსებთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. საუბარია ერთ ჰექტარამდე ტერიტორიაზე. ამ ადგილას მოსახლეობასთან შეთანხმებით, იხსნება უკანონო შემოღობვები და ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივებს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. რაც გაკეთდება, ამ ინფრასტრუქტურას, პირველ რიგში, თქვენ და თქვენი შვილები გამოიყენებთ. მოეწყობა ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე. ყველაფერი მოეწყობა ჩვენი მიდგომის შესაბამისად: სკვერში იქნება მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა თაობის ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ივარჯიშოს და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები