შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. გულისხმობს.
ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათი ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს.