ძლიერი შტორმი ამერიკაში – დაიღუპა, სულ მცირე, 10 ადამიანი(ფოტო,ვიდეო)

ძლიერმა შტორმმა შეერთებული შტატების დიდი ნაწილი მოიცვა, რის შედეგადაც შაბათ-კვირის განმავლობაში, ქარიშხალსა და წყალდიდობას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა,- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქარიშხალმა განსაკუთრებული ზიანი სამხრეთ და აღმოსავლეთ შტატებს მიაყენა.

“სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ახლა სამძებრო-სამაშველო ფაზაში არიან და 24 საათში 1000-ზე მეტი სამაშველო სამუშაოები შეასრულეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სტიქია, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში გვინახავს”,- განაცხადა გუბერნატორმა ენდი ბეშეარმა.

ბეშეარმა კენტუკიში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, კატასტროფის ფედერალური დეკლარაციის დამტკიცებისთვის და დაზარალებული ტერიტორიებისთვის ფედერალური დახმარების ხელმისაწვდომობისთვის.

კენტუკის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სტიქია რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები