ეთიოპიაში 6,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ეთიოპიაში 6,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:28 საათზე, ქალაქ ნაზრეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 86 კილომეტრში დაფიქსირდა, სადაც 213 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

მიწისქვეშა ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები