ბერლინი აცხადებს, რომ ჯეი დი ვენსი გერმანიის პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი არ უნდა ჩაერიოს გერმანიის საარჩევნო კამპანიაში,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
„არ მიმაჩნია მართებულად, რომ უცხოელები, მათ შორის მეგობარი უცხო ქვეყნებიდან, ასე ინტენსიურად ჩაერიონ საარჩევნო კამპანიაში შუა საარჩევნო პერიოდში“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერმა.
მანამდე გავრცელდა ვენსის მიმართვა, რომელიც მოუწოდებდა გერმანელ პოლიტიკოსებს, იმუშაონ ყველა პარტიასთან, მათ შორის ულტრამემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომელთანაც სხვა პარტიებმა უარი თქვეს თანამშრომლობაზე.
„კარგი იქნება, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, ვის მისცენ ხმა, რა პრინციპებით და არ მიიღონ სხვების რჩევა“, – განაცხადა მთავრობის სპიკერმა.