“ჰამასმა” გაავრცელა სამი მძევლის სახელი, რომლებიც შაბათს უნდა გაათავისუფლონ, ისრაელში პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
ესენი არიან ალექსანდრე ტრუფანოვი, იაირ ჰორნი და დეკელ-ჩენი.
ცნობისთვის, ისრაელმა განაცხადა, რომ განაახლებს დაბომბვას, თუ სამ მძევალს დროულად არ გაათავისუფლებენ. გაფრთხილება მას შემდეგ მოვიდა, რაც “ჰამასმა” განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო დარღვევის საპასუხოდ მძევლების გათავისუფლებას გადადებს.
საპასუხოდ, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა გაუქმდეს, თუ “ჰამასი” არ გაათავისუფლებს ყველა მძევალს, რომლებიც ღაზაში იყვნენ დაკავებულნი.
ცეცხლის შეწყვეტის პირველი ექვსკვირიანი ეტაპის განმავლობაში, სულ 33 მძევალი უნდა გათავისუფლდეს, დაახლოებით 1900 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.