“ევროკავშირსა და ევროპარლამენტს პრობლემები აქვს ამერიკასთან და ჯერჯერობით იქ ვერ ალაგებს სიტუაციას” – მაჭარაშვილი
“ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს არც საქართველოსთვის და ახლა უკვე აღარც მსოფლიო საზოგადოებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ის ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ კიდევ ერთ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელსაც დღეს უყრის კენჭს.
“ევროკავშირსა და ევროპარლამენტს პრობლემები აქვს ამერიკასთან და ჯერჯერობით იქ ვერ ალაგებს სიტუაციას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საყვედურობს ევროკავშირს, რომ ის უსამართლოდ ექცევა აშშ-ს. ამის შემდეგ საქართველოს ჰქონდეს პრეტენზია ევროკავშირთან რომ უსამართლო რეზოლუციებს აცხობენ საქართველოს წინააღმდეგ, შეიძლება იყოს ეს გასაკვირი?! – ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს არც საქართველოსთვის და ახლა უკვე აღარც მსოფლიო საზოგადოებისთვის. უკვე მესამე წელია, ერთი და იმავე მეთოდებით ებრძვიან საქართველოს. ხვდებიან, რომ ვერაფერს ვერ აღწევენ მაინც იმავე მეთოდებით ებრძვიან.
სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ჯაფარიძე და გვარამია პანელზე რომ იდგნენ უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე, ვინც უსმენდათ მთელ დარბაზში, ეს ფასი ექნება ამ რეზოლუციას,” – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ დღეს კიდევ ერთ რეზოლუციას უყრის კენჭს.