პაატა სალია: კომისიის საბოლოო დასკვნას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, პირველ რიგში იმისთვის, რომ პოლიტიკური შეფასება მიეცემა 9-წლიან რეჟიმს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სალია მიიჩნევს, რომ საინტერესო იქნება როგორც კომისიის მიმდინარეობის პროცესი, ასევე თავად დასკვნაც, პირველ რიგში კი იმისთვის, რომ საქართველოში 2003-2012 წლებში მოქმედ 9-წლიან რეჟიმს პოლიტიკური შეფასება მიეცემა.

“საინტერესო იქნება როგორც პროცესი და მნიშვნელოვანი, ასევე საბოლოო დასკვნა კომისიის. ამ დასკვნას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა ვფიქრობ ჩვენი ქვეყნისათვის. პირველ რიგში იმისთვის, რომ მიეცემა პოლიტიკური შეფასება 9-წლიან რეჟიმს 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების პირობებში.

ეს არის მნიშვნელოვანი პირველ რიგში იმისთვის, რომ ერთი – საქართველოში აღარ განმეორდეს ის, რაც ხდებოდა 2003-2012 წლებში და ჩვენმა ამომრჩეველმა, საქართველოს მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ, თავად ნახოს, თუ რა დანაშაულებს სჩადიოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი”, – აცხადებს პაატა სალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები