“ნაციონალურ მოძრაობას” ოპოზიცია უკვე დიდი ხანია, აღარ ჰქვია, ის არის სახელმწიფოს ოპოზიციაში” – მაჭარაშვილი
“ნაციონალურ მოძრაობას” ოპოზიცია უკვე დიდი ხანია, აღარ ჰქვია. ის არის სახელმწიფოს ოპოზიციაში. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “როგორც გერმანიას თავის დროზე ნიურნბერგის პროცესმა ჩამოაცილა ნაციონალ-სოციალისტური, ფაშისტური პარტია, რის შემდეგაც ამოისუნთქა გერმანიამ და დაიწყო ნორმალური განვითარება, ასე უნდა მოხდეს ამ შემთხვევაშიც”.
„არამარტო „ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“, ან ჩვენი მომხრეები, არამედ ჩვენი მოწინააღმდეგეებიც კი იმას აღნიშნავენ, თუ რით ვერ დასრულდა კოლექტიური ნაცმოძრაობის ბოგინი ქვეყანაში. არადა, ვერ დასრულდება, სანამ სამართლებრივად იარსებებს ეს პარტია. კოლექტიური ნაცმოძრაობა არათუ სხვა პარტიებს, მათგან გასულ პარტიებსაც კი არ აძლევს განვითარების საშუალებას. მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები მოსაძებნიც არ არის – საერთაშორისო სასამართლოებშია ისეთი დასკვნები მიღებული, რომ მხოლოდ ისინია საკმარისი, ეს პარტია რომ გააუქმო, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია.
ამ კომისიის მუშაობის შედეგი აუცილებლად დადგება – ხალხი პროცესითაც ისიამოვნებს – მათ გავახსენებთ ბევრ რამეს, რაც ნაცმოძრაობას გაუკეთებია, შემდეგ კი „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, ქართულ პოლიტიკას სამართლებრივად ჩამოშორდება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.