მაჭარაშვილი – დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე: ეს პროცესი იქნება ნიურნბერგის პროცესის მსგავსი
“ეს პროცესი იქნება ნიურნბერგის პროცესის მსგავსი”, – ამის შესახებ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შესახებ საუბრისას კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ეს პროცესი იქნება მსგავსი ნიურნბერგის პროცესის, რომელმაც თავის დროზე გერმანიაში დაასრულა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის, როგორც ფაშისტური რეჟიმის არსებობა და მაშინ ამოისუნთქა გერმანიამ. მანამდე იყო უბედურებები და არა მხოლოდ გერმანიაში, ეს ყველამ კარგად იცის. მსგავსად იმ პროცესისა, საქართველოშიც ეს კომისია თავისი დასკვნით და შემდგომ უწყებების გადაწყვეტილებით დაასრულებს კოლექტიურ ნაცმოძრაობას ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გაიმართება.