ტიერი მარიანი: არ მივდივართ სწორ გზაზე – მნიშვნელოვანია დიალოგის აღდგენა და არა ხმების მიცემა სანქციებისთვის, სანქციები არის იმის ნიშანი, რომ ევროკავშირი არის ძალიან სუსტი
არ მესმის ამ სანქციების არსი. რისთვის არის სანქციები, იმიტომ, რომ ქართველმა ამომრჩეველმა არ მისცა ხმა ისე, როგორც ფონ დერ ლაიენს სურდა? არ მისმის ინდივიდუალური სანქციების აზრი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში კონკრეტული თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქიცების მოთხოვნის გაჟღერებას ეხებოდა.
მისი თქმით, ევროპარლამენტი არასწორ გზაზე დგას და ახლა დიალოგის დროა და არა სანქციების.
„გასულ წელს ჩვენ პარლამენტში მივიღეთ მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც არასდროს ეფექტურად არ მუშაობდა. არ მივდივართ სწორ გზაზე. მნიშვნელოვანია დიალოგის აღდგენა და არა ხმების მიცემა სანქციებისთვის. სანქციები არის იმის ნიშანი, რომ ევროკავშირი არის ძალიან სუსტი. ჩვენ არ ვიცით რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა ხმას მისცემს პარლამენტის სურვილების წინააღმდეგ, მას ეფექტი არ გააჩნია და ის პირიქით, ურთიერთობას გააფუჭებს დიდი ხნის განმავლობაში. იმედგაცრუებული ვარ. ამ პარლამენტში ორმაგი სტანდარტებია“, – აღნიშნა ტიერი მარიანიმ.
მანვე დასძინა, რომ არის ასეთი ქვეყანა რუანდა, რომლის პრეზიდენტმა არჩევნებზე ხმების 99% მიიღო და ამას ევროპარლამენტმა ტაში დაუკრა.