რუსეთის პატიმრობიდან ქვეყანაში დაბრუნებულ ამერიკელ პატიმარს ტრამპი შეხვდა
ამერიკელი პატიმარი მარკ ფოგელი პატიმართა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს და მან რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფთან ერთად დატოვა, – ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპმა უზრუნველყო ნარკოტიკების ბრალდებით 2021 წლიდან პატიმრობაში მყოფი ამერიკელი მარკ ფოგელის გათავისუფლება. სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
აშშ-ის ხელისუფლება თავისი მოქალაქის გათავისუფლებას რუსეთის მხრიდან „კეთილგანწყობას“ და უკრაინის კონფლიქტის დასრულების გზაზე „კარგის ნიშანს“ უწოდებს.
The New York Times წერს, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ფარულად აწარმოებდა მოლაპარაკებებს მოსკოვთან, აშშ-ის მოქალაქის გათავისუფლების თაობაზე.
ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებულ ამერიკელ მასწავლებელს შეხვდა.