“ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა დაინახოს, თუ რა ძალები გვყავს ოპოზიციაში კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სახით” – კირცხალია
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარე კვირას უნდა შედგეს.
აღნიშნულს მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი კირცხალია კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
“ეს პროცესი დიდი ლუსტრაცია იქნება. ყველა დაინტერესებულმა მხარემ და საზოგადოებამ, კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა დაინახოს ამათი სახე – თუ რას აკეთებდნენ ხელისუფლებაში და რით არიან დაკავებულნი, რა ძალები გვყავს დღეს ოპოზიციაში კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სახით, რომლებიც, დესტრუქციისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გარდა, არაფრით არ გამოირჩევიან”, – აღნიშნა კირცხალიამ.