აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის განადგურება ერთ ღამეში შეიძლება და ეს ღამე, შესაძლოა, ხვალ იყოს.
„მთელი ქვეყნის განადგურება ერთ ღამეში შეიძლება და ეს ღამე, შესაძლოა, ხვალინდელი ღამე იყოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპი თეირანს „ჯოჯოხეთის“ მოწყობით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ სამშაბათს, აღმოსავლეთის დროით 20:00 საათამდე (თბილისის დროით 04:00 საათი, ოთხშაბათი), არ გაფორმდება შეთანხმება გლობალური ენერგომომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტზე მოძრაობის აღდგენის თაობაზე.