ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დღეიდან განახლდება
ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დღეს განახლდება და სრულად აღდგება ვაკეში 15:00, ხოლო საბურთალოზე 22:00 საათამდე.
ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
“ამ დროისთვის სრულად ჩართულია დიდუბე-დიღომი.
ვაკის რაიონის უდიდესი ნაწილი.
საბურთალო-ნუცუბიძეზე 57096 აბონენტს აღუდგა ბუნებრივი გაზის მიწოდება.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, გვიან ღამე ბუნებრივი გაზის ჩართვა ქსელში არ შეიძლება.
თბილისი ენერჯი გიხდით ბოდიშს შექმნილი უდიდესი დისკომფორტის გამო.
გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის დანადგარები და გაზის ცენტრალური ონკანები ღია მდგომარეობაში. ეს დაგვეხმარება გაზმომარაგების დროულად აღდგენაში”, – წერია ინფორმაციაში.