ჰამბურგში მატარებელი სატვირთოს შეეჯახა – დაიღუპა ერთი და დაშავდა, სულ მცირე, 12 ადამიანი

ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში სამგზავრო მატარებელი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე, 12 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადამიანების უმეტესობა მსუბუქად დაშავდა.

Intercity Express-ის მატარებელში სულ 250 მგზავრი იმყოფებოდა.

სატვირთო მანქანის მძღოლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები