ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა.

ლაიენმა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს საერთო გამოწვევებზე კარგი დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში, ვიცე-პრეზიდენტო ვენს. მადლობა კარგი დისკუსიისთვის ჩვენი, როგორც მოკავშირეების, საერთო გამოწვევებზე. უსაფრთხოებიდან და სტაბილურობიდან დაწყებული ტექნოლოგიის დიდ პერსპექტივებამდე და არასაბაზრო ჭარბი სიმძლავრეების დიდ გამოწვევამდე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ 14-16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება, რომელსაც აშშ-დან ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები