“თბილისი ენერჯი”: ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს

“თბილისი ენერჯი” გაზმომარაგებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, ღიად დატოვებული გაზის ონკანები გაზმომარაგების აღდგენის პროცესს აფერხებს.

“გთხოვთ, გადაკეტეთ გაზის ონკანები! ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს. კორპუსში სადაც ღიად დატოვებული გაზის ონკანია უსაფრთხოების გამო ვერ ჩავრთავთ ბუნებრივ აირს”,- წერია განცხადებაში.

ამასთან, “თბილისი ენერჯის” მიერ რამდენიმე საათის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, თბილისში, ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები