დავით მათიკაშვილი: მარტო 2008 წლის ამბები კმარა ყველაფერი იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენდეს რა უბედურებაში გარია ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა

„მარტო 2008 წლის ამბები კმარა ყველაფერი იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენდეს რა უბედურებაში გარია ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„საზოგადოებაში მუდმივად არსებობდა საკითხი, ნაკლულობა იმის, რომ საგნებს და პროცესებს, მომხდარ ფაქტებს ჩვენს ქვეყანაში თავისი სახელი არ ერქვა. ეს იყო ბევრი ნეგატიური არსის სათავე, ამიტომ ჩვენს ხელისუფლებას აქვს პირდაპირი დავალება საზოგადოებისგან, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს, საზოგადოებას გასცეს პასუხი 2003-2012 წლებში სისტემურად რა უბედურება დაატეხა თავს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენს ქვეყანას.

მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ათეულობით ჩინოვნიკია გასამართლებული, სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა ასევე უამრავი გადაწყვეტილება, სადაც სისტემურ დანაშაულზეა ხაზი გასმული, ჯერჯერობით ასე, პარლამენტის, საგამოძიებო ინსტიტუციის დონეზე არ მომხდარა სისტემური შეფასება იმ უდიდესი უკუსვლის, ყველა კუთხით, რაც საქართველომ 2003-2012 წლებში განიცადა. მარტო 2008 წლის ამბები კმარა ყველაფერი იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენდეს რა უბედურებაში გარია ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა. ბუნებრივია, საგამოძიებო კომისიის საქმიანობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ეფექტური, ექნება პოლიტიკური მნიშვნელობა და პრაქტიკულიც, რადგან გამოვლენილი დანაშაულის ფაქტებზე პროკურატურას გადაეცემა აუცილებლად რეკომენდაციები“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები