თამთა მეგრელიშვილი: ყველა თვალსაზრისით ქართული სახელმწიფო იმსახურებს ჰქონდეს ინფორმაცია ყველა იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციას

„ძალიან სწორი მიგნებაა და უპრიანი იქნება ანალოგიური გააკეთოს ქართულმა სახელისუფლებო გუნდმა,” – ასე უპასუხა „ხალხის ძალის” წევრმა თამთა მეგრელიშვილმა, რობერტ ფიცოს მოთხოვნას ილონ მასკის მისამართით, რომ გადაეცეს სლოვაკეთს იმ აგენტურის სია, რომელიც ჩართული იყო რადიკალურ პროცესებში.

როგორც თამთა მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქართულ სახელმწიფოს აქვს სამართლებრივი უფლება იცოდეს ყველა იმ ორგანიზაციის, თუ ფიზიკური პირის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სუვერენიტეტს.

„ძალიან სწორი მიგნებაა და უპრიანი იქნება ანალოგიური გააკეთოს ქართულმა სახელისუფლებო გუნდმა. ქართული სახელმწიფო არის სუვერენიტეტის მატარებელი და აბსოლუტურად სწორი იქნება სამართლებრივად, ღირსების, პოლიტიკური კულტურის, ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით – ყველა თვალსაზრისით მოითხოვოს ეს. ქართული სახელმწიფო იმსახურებს ჰქონდეს ინფორმაცია ყველა იმ ორგანიზაციის, თუ პირის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციას,” – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები