ლევან მახაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროცესს აეხადოს ფარდა და შეწყდეს ის შტურმი, რომელიც არის „იმედის“ თუ სხვა ჟურნალისტების მიმართ
„იმედზე“ შტურმი არის ძალიან მკაფიო ხელწერა იმისა, რასაც აკეთებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესებს ფარდა აეხადოს.
“USAID-ის სკანდალმა, იქ გამოჩენილმა დოკუმენტებმა ესეც გამოაჩინა, რომ მსგავსი ტიპის იდეოლოგიური შტურმი ასევე სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ფინანსდებოდა სწორედ ამ ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისგან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა პროცესს აეხადოს ფარდა და შეწყდეს ის შტურმი, რომელიც არის „იმედის“ თუ სხვა ჟურნალისტების მიმართ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.