ვაშლიჯვარში ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა – დაშავდა ერთი ადამიანი

ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ქვეითს შეეჯახა და ამობრუნდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მეხანძრე-მაშველებისა და საპატრულო პოლიციის დანაყოფები არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები