აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უნდა ახსოვდეს, რომ ისრაელი პატიმრების სახლში მიყვანის ერთადერთი გზა ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის დაწესების პატივისცემაა,- ამის შესახებ “როიტერს” ჰამასის მაღალჩინოსანმა, სამი აბუ ზუჰრიმ განუცხადა.
ეს განცხადება ზუჰრიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ ღაზაში მყოფი ყველა მძევალი შაბათს შუადღემდე არ გათავისუფლდება, ის შესთავაზებს ისრაელს “ჰამასთან” ცეცხლის შეწყვეტის გაუქმებას.
“ტრამპს უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს შეთანხმება, რომელსაც ორივე მხარე პატივს უნდა სცემდეს და ეს არის ერთადერთი გზა პატიმრების დასაბრუნებლად. მუქარის ენას არავითარი ღირებულება არ აქვს და მხოლოდ საქმეს ართულებს”, – განაცხადა მან.
მანამდე, „ჰამასმა“ გუშინ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მძევლებისა და პატიმრების მომდევნო გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
კომენტარები
კომენტარი