ლავროვი: ნაცისტური დანაშაულების გენოციდად აღიარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა

მოსკოვი თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიიჩნევს ნაცისტური დამპყრობლების და მათი თანამზრახველების დანაშაულის აღიარებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორც საბჭოთა კავშირის ხალხის გენოციდი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„წელს კიდევ ერთ ომში – დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წელი შესრულდება. ჩვენი წმინდა მოვალეობა კიევისა და ოდესის, ბერლინისა და პრაღის გმირ-განმათავისუფლებელთა თაობის წინაშე არის დიდი გამარჯვების ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება, უკომპრომისო ბრძოლა ნეონაცისტური იდეოლოგიის გამტარებლებთან და ისტორიის გაყალბებებთან. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად მივიჩნევთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესრულებას ნაცისტური დამპყრობლების და მათი თანამზრახველების დანაშაულის აღიარების შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორც საბჭოთა კავშირის ხალხების გენოციდი“, – თქვა ლავროვმა დიპლომატიური მუშაკების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო შეხვედრაზე, რომლის გამოსვლის ტექსტი რუსეთის დიპლომატიური მისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მანვე დასძინა, რომ მოსკოვში გამარჯვების აღლუმს ბევრი სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები