CNN: უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიევს მომავალ კვირას ეწვევა

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი უკრაინას მომავალ კვირას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი უკრაინის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  კელოგი, სავარაუდოდ, უკრაინაში 20 თებერვალს ჩავა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ კიევი მოუთმენლად ელოდება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები