დღეს თენგიზ მირზაშვილს 91 წელი შეუსრულდებოდა
10 თებერვალი თენგიზ მირზაშვილის დაბადების დღეა. მხატვარს 91 წელი შეუსრულდებოდა.
„ფერმწერის, ილუსტრატორის, ფიროსმანის შემოქმედების მკვლევრის – თენგიზ მირზაშვილის შემოქმედება სავსეა ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული სინთეზით. მხატვრის მცირე ზომის მეტყველი პეიზაჟები თუ ჟანრული სცენები განზოგადებული ხასიათითა და გამომსახველი მხატვრული ხელწერით ერთგვარ მონუმენტურობას იძენს. მისი ფერწერა ორგანულად და არსობრივად ფიროსმანის ჰუმანისტური ესთეტიკითაა ნასაზრდოები. თენგიზ მირზაშვილის მხატვრული სამყარო 1960-იან წლებში ქართულ სახვით ხელოვნებაში ტენდენციად ქცეული პოეტური ყოფის განსაკუთრებული ნიმუშია“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.