გოგა მემანიშვილი: ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს, მოვუწოდეთ კანონიერად, რომ გაეთავისუფლებინათ, რამდენიმე პირი არ დაგვემორჩილა და ადმინისტრაციული წესით დაკავდა
ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს, მოვუწოდეთ კანონიერად, რომ გაეთავისუფლებინათ, რაზეც რამდენიმე პირი არ დაგვემორჩილა და დაკავდა ადმინისტრაციული წესით, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ მოვუწოდეთ არაერთგზის, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, რადგან არ არის ამის საჭიროება. მოგეხსენებათ, პარლამენტის წინ არის საკმარისი ადგილი, სადაც შეუძლიათ დადგნენ და გააპროტესტონ. არანაირად არ არის საჭირო, რომ გზის სავალ ნაწილზე იყვნენ და დაკეტონ გზა, ხელოვნურად კეტავენ, შესაბამისად, მოვუწოდეთ კანონიერად, რომ გაეთავისუფლებინათ, რაზეც რამდენიმე პირი არ დაგვემორჩილა და დაკავდა ადმინისტრაციული წესით. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, დავაზუსტებ და მოგვიანებით მოგახსენებთ“, – აღნიშნა მემანიშვილმა.