ისრაელის პრემიერ-მინისტრი: ტრამპის გეგმა ღაზაზე ისრაელისთვის ბევრად უკეთესია, ვიდრე სხვა ალტერნატივები
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მოელის, რომ “ჰამასი” შეასრულებს ყველა ვალდებულებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, და რომ მისი შეხვედრები ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ისრაელს მისცემს ისეთ შესაძლებლობას, რაზედაც მათ არასდროს არ უოცნებიათ.
„ეს მოგზაურობა და საუბრები, რომელიც ჩვენ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გვქონდა, მოიცავდა დამატებით წარმოუდგენელ მიღწევებს, რომლებსაც შეუძლიათ ისრაელის უსაფრთხოების გარანტია თაობების განმავლობაში. არ ვაჭარბებ. აქ არის შესაძლებლობები, რომლებზეც, ვფიქრობ, ჩვენ არასდროს არ ვოცნებობდით – ან სულაც ბოლო რამდენიმე თვემდე, ისინი შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში, შესაძლებელია”,- აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში ისრაელს მოუწოდებდნენ, რომ ომის შემდგომ ღაზის სექტორის მმართველობა პალესტინის ადმინისტრაციას უნდა დაკისრებოდა, თუმცა, მისი თქმით, ტრამპმა ალტერნატიული ხედვა წარმოადგინა, რომელიც ისრაელისთვის გაცილებით უკეთესია.
ნეთანიაჰუს თქმით, ტრამპს პალესტინის ტერიტორიის მომავლის გადაწყვეტის საკითხისადმი სწორი მიდგომა აქვს.