”აუცილებელია, ასი პროცენტით იყოს გამჭვირვალე დაფინანსება, რომელიც საქართველოში მოდიოდა უცხოური დონორების მხრიდან, მოსახლეობამ იცოდეს, რაზე იხარჯებოდა თითოეული ცენტი” – ნიკოლოზ სამხარაძე

“აუცილებელია, ასი პროცენტით იყოს გამჭვირვალე დაფინანსება, რომელიც საქართველოში მოდიოდა უცხოური დონორების მხრიდან, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რისთვის და რაზე იხარჯებოდა თითოეული ცენტი, რა სიკეთეს ხმარდებოდა ეს ქართული საზოგადოებისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, რაიმე თუ არ ხმარდებოდა ქართული საზოგადოების სიკეთეს, ესეც უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ.

„ვიცით, რომ უცხოური დონორები, საქართველოში წარმოადგენენ როგორც უცხო სახელმწიფოების სტრუქტურებს. იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა სახელმწიფოსა და უცხოურ დონორს შორის, აუცილებელია, ასი პროცენტით იყოს გამჭვირვალე დაფინანსება, რომელიც საქართველოში მოდიოდა უცხოური დონორების მხრიდან, საქართველოს მოსახლეობამ და ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რისთვის და რაზე იხარჯებოდა თითოეული ცენტი, რა სიკეთეს ხმარდებოდა ეს ქართული საზოგადოებისთვის. რაიმე თუ არ ხმარდებოდა ქართული საზოგადოების სიკეთეებს, ესეც უნდა იცოდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, რადგან სხვა მხრივ, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ უცხოური დაფინანსებები გაგრძელდეს ისე, როგორც აქამდე იყო, თუ არ იქნება ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები