სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, გაერთიანება მნიშვნელოვანია.

„გაერთიანება, კოორდინაცია, საზოგადოების გამთლიანება, როდესაც ქვეყანა ასეთ კრიზისში იმყოფება, მნიშვნელოვანია ქვეყნის გადასარჩენად. კონკრეტულად რა საკითხს განვიხილავთ დღეს, ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ არ ვიცი, პრეზიდენტმა მოგვიწვია. წინა კვირას გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ევროპის წამყვანი ქვეყნების ელჩებთან და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები