ირაკლი ზარქუა: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთ უცხოურ ორგანიზაციას ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის შესაძლებლობა არ მიეცეს 

“ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთ უცხოურ ორგანიზაციას ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის შესაძლებლობა არ მიეცეს. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ელჩი, საელჩოს თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებას” საკანონმდებლო ცვლილებებიც ექნება.

„სამწუხაროდ, გარკვეული ქვეყნის საელჩოები და ელჩები ქართველი ხალხის ნების და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ პირდაპირ იყვნენ ჩართული სახელმწიფო გადატრიალების საქმეში. ამის არაერთი დემონსტრირება ვნახეთ. ასევე ვნახეთ უცხო ქვეყნების თანამდებობის პირების საქართველოში ჩამოსვლა და მათი მიტინგებში მონაწილეობა. ეს პირდაპირ ითარგმნება იმაში, რომ სურთ, ამბოხსა და ჯანყს შეუწყონ ხელი. სამწუხაროდ, გარკვეული ქვეყნების ელჩებმა და საელჩოებმა თავიანთი ფუნქცია დაივიწყეს. ჩვენ საქმე გვაქვს რევოლუციის მცდელობებთან. ამაში უამრავი თანხები იხარჯება, რაც უნდა დასრულდეს.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ორგანიზაციას ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის შესაძლებლობა არ მიეცეს – არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ელჩი, საელჩოს თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივები გვექნება. გგონიათ აშშ-ში რომელიმე საელჩოს აქვს უფლებამოსილება, რომ შიდა გადატრიალებებში მიიღოს მონაწილეობა?! არა!  მივიღებთ იგივე კანონებს, როგორიც არის აშშ-სა და ევროპაში. არც მეტი, არც ნაკლები!”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები