ლევან მაჭავარიანი: ათეულობით „ენჯეო“, რომელსაც კოლექტიურ ლომჯარიებს და გიგაურებს ვუწოდებთ, პირდაპირ ემსახურებიან რევოლუციის მოწყობას, ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას
„არის ათეულობით მავნებელი „ენჯეო“, რომლებსაც კოლექტიურ ლომჯარიებს და კოლექტიურ გიგაურებს ვუწოდებთ”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ისინი ქვეყნის იდენტობის დაზიანებას ემსახურებიან.
“საზოგადოებაში მათი რეიტინგი შეიძლება ნულის ტოლი იყოს. პირდაპირ ემსახურებიან ქვეყანაში ჩვენი სუვერენიტეტის რღვევას, რევოლუციის მოწყობას, ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას, ქვეყნის იდენტობის დაზიანებას, საპატრიარქოს რეპუტაციის შერყევასაც და ა.შ. – ყველაფერს იმას, რაც არაქართულია“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.