დავით ქართველიშვილი: სააკაშვილის და მისი პატრონების გზები ნელ-ნელა გადაკვეთის კიდევ ერთ წერტილს უახლოვდებიან – ამჯერად გისოსებს მიღმა

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკურ გზავნილებზე, გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე საუბრობს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი და ცალსახად აცხადებს, რომ ეს მესიჯები საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრების გადაწყვეტილებებსა და განცხადებებთან სრულ თანხვედრაშია.

ექსპერტი ეხმიანება ასევე სენატორ ჯო უილსონის მხილებას იმაში, რომ ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა. ეს ქმედება მან სენატორ ბობ მენენდესის თაღლითობას შეადარა, რითაც ამ უკანასკნელს 11 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

„მრავალწლიანი მწარე გამოცდილების შემდეგ, როდესაც ერთი ნაბიჯით უკან და მუდმივ თავის მართლების რეჟიმში ვიმყოფებოდით, სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, რაც „შემთხვევით” ემთხვევა „ხალხის ძალის” ჩამოყალიბებას, დღეს უკვე ყოველ ჯერზე ერთი ნაბიჯით წინ ვართ. დღეს მთელი რიგი მიმართულებით ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები” ვეღარ გვეწევიან.

როდესაც ორი წლის წინ ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის დაწყების ტრიგერად ღიად გამოაცხადა აღმოსავლეთის მიმართულებით NATO-ს გაფართოების პროცესები, ამან პირადად მისი და ზოგადად, საქართველოს წინააღმდეგ შეტევის არნახული ტალღა გამოიწვია. როდესაც ორი წლის შემდეგ, სიტყვა სიტყვით ღარიბაშვილის მოსაზრება ტრამპმაც გაიმეორა – დასავლეთში ამან „კრავთა დუმილი” გამოიწვია.

როდესაც ტრამპის პოლიტიკის მთავარმა იდეოლოგმა ილონ მასკმა, USAID-ის შემდეგ სამიზნეში ამჯერად „ამერიკის ხმა” და „რადიო თავისუფლება” აიყვანა, მისი რიტორიკა ერთი ერთში ჯდება ქვეყნის მოქმედი პრემიერის, ირაკლი კობახიძის არაერთ განცხადებაში: 1) ევროპას ახრჩობს მისი ბიუროკრატია, 2) მათ აღარავინ აღარ უსმენს, 3) უბრალოდ საკუთარ თავს ელაპარაკებიან რადიკალი მემარცხენე გიჟები, რომლებიც „წვავენ” აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულს, წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს – და დიახ, დასახურები არიან.

გამონაკლისი არც ლიბერალ შოუმენი ჯო ვილსონიც გახდა, რომელიც ინაუგურაციის დაწყებამდე, გარდა ლობიზმით მიღებული სარგებლისა – მოსაწვევი ბილეთების, “„კოლას” და „პოპკორნის” გაყიდვებით იყო დაკავებული. ანუ, დაადგა სენატორ ბობ მენენდესის გზას, რომელიც მისმა „სავაჭრო საქმიანობამ” 11 წლით ამერიკის ციხემდე მიიყვანა. სააკაშვილის და მისი პატრონების გზები ნელ-ნელა გადაკვეთის კიდევ ერთ წერტილს უახლოვდებიან – ამჯერად გისოსებს მიღმა,” – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები