“არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რომელ უწყებაში არიან კიდევ DEEP STATE-ის თანამშრომლები და რომელში – არა, თუმცა ეჭვი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა, ნამდვილად საფუძვლიანია” – მაჭავარიანი
“რა უცნაური დამთხვევაა! – ძალიან უცნაურად, ერთი დღის სხვაობით მოხდა, როცა ჩვენ ამერიკული FARA-ს გადმოღება დავაანონსეთ და მეორე დღეს გავიგეთ, რომ აშშ-ში, FARA-ს კანონმდებლობაში რაღაცა ტიპის ცვლილებების შეტანას აპირებენ – არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევა არ არის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.
მისი თქმით, ტრამპმა პირველივე დღეებში უამრავ დადგენილებას მოაწერა ხელი, რითაც ბიუროკრატიის თანამშრომლებისგან წმენდაც დაიწყო.
„ბატონი ტრამპი DEEP STATE-ს ღიად და დეკლარირებულად ებრძვის, რომელსაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით. DEEP STATE-ს თავისი გავლენა აქვს არა მხოლოდ USAID-სა და NEED-ში, არამედ აშშ-ის ძალიან ბევრ ბიუროკრატიულ სტრუქტურაში. ტრამპმა პირველივე დღეებში უამრავ დადგენილებას მოაწერა ხელი, რითაც ბიუროკრატიის თანამშრომლებისგან წმენდაც დაიწყო.
ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რომელ უწყებაში არიან კიდევ DEEP STATE-ის თანამშრომლები და რომელში – არა, თუმცა ეჭვი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა, ნამდვილად საფუძვლიანია. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ვერ მთავრდება და ყველაფერს დრო სჭირდება.
თუ ვინმეს (დონორ ორგანიზაციებს) საქართველოსთვის სასარგებლო საქმე აქვს გაკეთებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მადლიერი ვართ, მაგრამ ვისი ფულიც მშვიდობისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება და ეს შეიძლება იმავე ორგანიზაციის ფული იყოს, როცა სასწორის ერთ მხარეს დევს, რომ შენ რაღაც კარგს მიკეთებ, მაგრამ ამავე დროს ჩემს სახელმწიფოებრიობას ძირი უნდა გამოუთხარო, ეს თავიდანვე მითხარი და გეტყვი, რომ ასეთი არც შენი სიკეთე მინდა, არც არაფერი მინდა და ჩემს ქვეყანას თავი დაანებე, რათა ჰარმონიული ცხოვრება გავაგრძელო“, – განაცხადა მაჭავარიანმა.