“საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და მეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში კონკურენტი ვარ” – სააკაშვილი

“მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

“ოთხი წლის წინ ჩამოვედი, თავი გავწირე იმისთვის, რომ ვიცოდი, საქართველო ამ მდგომარეობაში იყო. მე ვისჯები სწორედ იმისთვის, რომ გავბედე და საქართველომ გაბედა, საქართველო ისჯება იმის გამო, რომ იყო წარმატებული, მსოფლიოს დადებითი ყურადღების ცენტრში, იმის გამო, რომ არ ჩადგა შეუმდგარი, კლეპტოკრატიულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მწყობრში“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები