პაატა სალია – ოპოზიციაზე: მათთვის ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა მათი განცხადებები და უფლებამოსილება შეეწყვიტა
“ვფიქრობ, მათთვის ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა მათი განცხადებები და უფლებამოსილება შეეწყვიტა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ განაცხადა.
როგორც სალია განმარტავს, დიდი ალბათობით, ამას ოპოზიცია არ მოელოდა.
„დღევანდელ ვითარებაში ერთადერთი გზა მართლაც ქუჩის აქციები რჩება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამის რესურსიც აღარ არის.
რაც შეეხება ოპონირებას, ჩვენ მათი მხრიდან არ გვახსოვს კონსტრუქციული ოპონირება ამა თუ იმ კანონთან, ან საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. ჩვენ ქუჩიდან კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ნამდვილად არ ველოდებით“, – განაცხადა პაატა სალიამ.