მარიამ ლაშხი – „ენჯეოებზე“: ის რაზეც „ქართული ოცნება“ წლებია საუბრობს, დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდანაც დასტურდება
“ის, რაზეც “ქართული ოცნება” წლებია საუბრობს, დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდანაც დასტურდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა, რითაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„ის არაპირდაპირი დაფინანსებები და ჩარევები, რაც ბოლო წლებში სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში ხდებოდა დონორული დაფინანსებით რადიკალური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ამაზე არამხოლოდ ჩვენი ლიდერები, არამედ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, თავად დონალდ ტრამპი, ილონ მასკი და სხვები საუბრობენ“, – განმარტა დეპუტატმა.