კახა ლაბუჩიძე – ოპოზიციაზე: ეს მუხტი, რაც აქვთ, არის დამღლელი და შეეშვებიან; რამდენიმე თვეში ყველა დავიწყებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას, ისინიც დაიწყებენ, იმიტომ, რომ აზრი აღარ აქვს ასე დგომას
“ეს მუხტი, რაც აქვთ, არის დამღლელი ძალიან და რა თქმა უნდა, შეეშვებიან”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ ისაუბრა.
„რამდენიმე თვეში ყველა დავიწყებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას, დარწმუნებული ვარ, ისინიც დაიწყებენ, იმიტომ, რომ აზრი აღარ აქვს ასე დგომას. თუმცა, გულწრფელად მინდა, ვუთხრა, რომ აქაც არ გაუვათ არავითარი მეთოდები იმიტომ, რომ რეგიონებში, დედაქალაქში ხედავთ, როგორი სახეშეცვლილი ქვეყანა გვაქვს. არ არსებობს მუნიციპალიტეტის მთავარი ქალაქი, რომელშიც არ ვცდილობთ, რომ ევროპის პატარა ქალაქებს დავამსგავსოთ.
ჩვენ ვმუშაობთ, ოთხშაბათი დღეა მაჟორიტარის დღე და ერთი დღე არ ჩამიგდია, ასე მუშაობს ყველა მაჟორიტარი – თავდადებით, ვცდილობთ, ყველა პრობლემა გადავჭრათ, თუ რამე აწუხებდა ჩვენს რეგიონებს. ნახეთ, რა გზებია, რა განათებაა, როგორი ავტობანია, როგორ დამოკლდა დედაქალაქთან მიმოსვლა. ანუ ვმუშაობთ, ველოდებით არჩევნებს და იქნება შედეგები”, – განაცხადა ლაბუჩიძემ.