ლიტერატურის მუზეუმი რაფიელ ერისთავის დაბადებიდან 200 წლისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს
11 თებერვალს, 19:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმი რაფიელ ერისთავის დაბადებიდან 200 წლისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს ეროვნულ არქივში, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, რაფიელ ერისთავის სახელმწიფო მუზეუმსა და რაფიელ ერისთავის შთამომავლების საოჯახო კოლექციებში დაცული ფოტოები, ხელნაწერები, ფერწერული ნამუშევრები და მემორიალური ნივთები.