” არც მეტი, არც ნაკლები აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, ამხელა დონეზე და ამხელა მასშტაბით ფაქტობრივად აღიარებენ, რომ ამ დაფინანსების დიდი ნაწილი იხარჯებოდა ქვეყნების ხელისუფლებების დამხობაზე, რევოლუციური სცენარების მოწყობაზე, არჩევნების ამოტრიალებისა და ა.შ”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ფარაზე“ საუბრისას, გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.
„დღეს საქართველოს წინაშე სრულიად სხვა რეალობაა, უბრალოდ ბევრად რბილი „გამჭვირვალობის კანონი“ აღარ არის საკმარისი ამ საკითხის დასარეგულირებლად და იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა იყოს დაცული ამ გამოწვევების მიმართ, ეს კანონმდებლობა დღეს საქართველოსთვის არის აუცილებელი“, – აღნიშნა მახაშვილმა.