“გიორგი ვაშაძე აზრზე არ არის, ახლა რისი დროა და მისი წარსული პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ ამას ადასტურებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი
“გიორგი ვაშაძე აზრზე არ არის, ახლა რისი დროა და მისი წარსული პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ ამას ადასტურებს”, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
„დღეს არის ძლიერი პარტიების, დემოკრატიული პროცესის, ქვემოდან ზემოთ მომავალი პრიცესის დრო, როდესაც ხალხი წყვეტს, მათი წარმომადგენლები ვინ არიან და არა – ვაშაძის ბელადი ან ვაშაძის დონორი. ამისი დროა ახლა და ხალხი თვითონ განსაზღვრავს თავის წარმომადგენლებს, და პირიქით, ხალხი ითხოვს მრავალფეროვან არჩევანს, ძლიერ პარტიებს. ხალხი ითხოვს მათი ინტერესების დაცვას, მათი ინტერესებისთვის დებატებს და ამ პროცესს თუ წარმატება უწერია, ასე დასრულდება როგორც მე ვამბობ და არა ისე, როგორც გიორგი ვაშაძე“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ “ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა ერთიანობაა”.