გიორგი გაბუნია – FARA-ს ანალოგზე: ამერიკამ ამ კანონის დამსახურებით მოახერხა და საგარეო გავლენებისგან ყველაზე კარგად დაიცვა თავი, შესაბამისად, ზუსტად ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეს გამოცდილება
“ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამერიკამ ამ კანონის დამსახურებით მოახერხა და საგარეო გავლენებისგან ყველაზე კარგად დაიცვა თავი. შესაბამისად ზუსტად ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეს გამოცდილება”, – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ FARA-ს ანალოგზე საუბრისას განაცხადა.
„დასავლეთის ქვეყნებიდან საქართველოში უკვე ძალიან ბევრი წელია შემოდის ათეულობით მილიონი დოლარი და ევრო პოლიტიკაში. ქართული კანონმდებლობით აკრძალულია პირდაპირი დაფინანსება პოლიტიკური პარტიების და ხდება ამ ფულის შემოდინება კანონმდებლობის გვერდის ავლით და ხდება ამ ფულის არაკეთილსინდისიერად და ცუდი ზრახვებით გამოყენება.
საქართველოს უმთავრესი მიზანია, რომ თავი დაიცვას ამ გარე უხეში ჩარევებისგან და ცუდი გავლენებისგან“, – განმარტა გაბუნიამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი იქნება.