“აუცილებელია, რომ გამჭვირვალობა იყოს დონორებთან და ასევე ამ თანხების მიმღებებთან დაკავშირებით” – გიორგი ჩაკვეტაძე

“აუცილებელია, რომ გამჭვირვალობა იყოს დონორებთან და ასევე ამ თანხების მიმღებებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

„წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვხედავდით, თუ რადიკალიზაციის როგორი მცდელობები იყო საქართველოში. როგორც აღმოვაჩენდით ხოლმე, ეს იყო ძირითადად საერთაშორისო დონორების, მათ შორის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით განხორციელებული. ასე რომ, აუცილებელია, რომ გამჭვირვალობა იყოს დონორებთან და ასევე ამ თანხების მიმღებებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც  ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები