“მზია ამაღლობელი იმყოფება მონიტორინგის ქვეშ, უტარდება ასევე დამატებითი ლაბორატორიული განმეორებითი კვლევები” – ზურა ჩხაიძე

“მზია ამაღლობელი იმყოფება მონიტორინგის ქვეშ, უტარდება ასევე დამატებითი ლაბორატორიული განმეორებითი კვლევები”, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ამაღლობელი ექიმების რეკომენდაციას ითვალისწინებს.

„მდგომარეობა რჩება იგივე. ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას. გრძელდება ჩვენი რეკომენდაციები და იმყოფება მონიტორინგის ქვეშ. უტარდება ასევე დამატებითი ლაბორატორიული განმეორებითი კვლევები. რეკომენდაციები გამომდინარეობს მისი ზოგადი მდგომარეობიდან, რაც ახასიათებს შიმშილის ეფექტს ამდენი დღის განმავლობაში. იცით, რომ პაციენტი მოინახულა სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ექიმთა ჯგუფმა, შეგხვდა ჩვენ. იყო ჩვენი აზრების ურთიერთგაცვლა და შევჯერდით ერთობლივ რეკომენდაციებზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები